ჭიათურაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
ჭიათურაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში მრავალფეროვანი გასართობი და შემოქმედებითი აქტივობები ჩატარდა.
ღონისძიებები ნაგუთის დასახლებაში, წმინდა გერმანეს ქუჩაზე მდებარე სკვერში 10:00 საათიდან დაიწყო და 13:00 საათზე ნაგუთის ჯადული იობაშვილის სახელობის სტადიონზე გაგრძელდა.
კულტურის ცენტრთან არსებულმა თოჯინების თეატრმა სპექტაკლი „საპირველივნისო ზღაპარი“ წარმოადგინა . ჩატარდა კულტურის ცენტრისა და ქალაქის სამუსიკო სკოლების აღსაზრდელების კონცერტი .
სტადიონზე მოეწყო გასართობი სივრცე , სადაც ბავშვებისთვის განთავსებული იყო ბატუტი, ატრაქციონი და სხვადასხვა გასართობი საშუალება.
პატარებისთვის შოუ- პროგრამა გაიმართა,სადაც ანიმატორები და ზღაპრის გმირები პატარა მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას სთავაზობდნენ.
ჭიათურელი ბავშვებისთვის სპეციალურად იმღერეს მოწვეულმა მომღერლებმა - თიკა ჯამბურიამ და ირინა ბაირამაშვილმა, ასევე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების წარმომადგენლებმა.
ღონისძიებებზე მოწვეულები იყვნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლისა და დღის ცენტრის მოსწავლეები.
ღონისძიებებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე,მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი,მოადგილე დავით ბიწაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.