ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში ჩოგბურთის კორტი მოეწყობა და მას ისტორიულ-სამუზეუმო დატვირთვა ექნება

25 მაისი, 2021

პროექტების შერჩევის საკონკურსო კომისიის სხდომაზე, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა, ჭიათურაში ჩოგბურთის კორტის მოწყობისა და მისთვის ისტორიულ- სამუზეუმო დატვირთვის მინიჭების მიზნით, საუკეთესო დიზაინის გამოვლენისა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების საკითხი განიხილეს.

მიმწოდებელი (საპროექტო სამუშაოების განმახორციელებელი) ვალდებულია, მოამზადოს ჩოგბურთის კორტის რეაბილიტაციის და მიმდებარე ტერიტორიისათვის ისტორიულ-სამუზეუმო ფუნქციის მინიჭება.

ჩოგბურთის კორტი უნდა მოეწყოს ისტორიულ ადგილზე (ერისთავის ქუჩა)

განხორციელდეს კორტის მიმდებარედ არსებული

ისტორიული ხის შენობის რეაბილიტაცია, სიძველის

ეფექტის შენარჩუნებით;

ტერიტორიის შემოღობვა და დამცავი ბადეების

მოწყობა;

გარე განათებისა და კორტების განათების სისტემების

უზრუნველყოფა;

კორტების შესასვლელში არსებულ ლითონის ღობის

ნაცვლად უნდა მოეწყოს ხის (სიძველის ეფექტით) ღობე.

განთავსდეს ჩოგბურთის ჩოგანის მაკეტი;

დაფა, რომელზეც განთავსებული იქნება ინფორმაცია

ჭიათურაში ჩოგბურთის კორტების დაარსების თაობაზე;

მაქსიმალურად შენარჩუნდება სიძველის ეფექტი.

სხდომაზე კომისიამ ასევე განიხილა ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონისა და სკვერის მოწყობის საკითხი.

აღსანიშნავია,რომ პიონერთა სასახლის შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ამიტომ, აღნიშნული შენობის რეაბილიტაციის პროექტირება ვერ იქნება გათვალისწინებული მიმდინარე საკონკურსო დავალებით.

სხდომას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, აღნიშნული პროექტების დაფინანსებას შპს „ჯორჯიან მანგანეზი" უზრუნველყოფს.

 

გააზიარე