ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ქალაქის საპატიო მოქალაქის - ჯადული იობაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა

27 ოქტომბერი, 2025

ჭიათურაში ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ქალაქის საპატიო მოქალაქის - ჯადული იობაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები, იობაშვილის ოჯახი და ქალაქის საზოგადოება დაესწრნენ.

ჯადული იობაშვილმა საკუთარი ქალაქის საფეხბურთო ცხოვრების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მან აღზარდა არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი, რომლებმაც წლების განმავლობაში თბილისის „დინამოს“ ღირსება დაიცვეს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ჭიათურის საფეხბურთო გუნდმა „მაღაროელმა“ თავისი ისტორიის უმნიშვნელოვანესი წარმატებები მოიპოვა .

სახელოვანი მწვრთნელის გარდაცვალების შემდეგ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ნაგუთის დასახლების ბავშვთა და მოზარდთა სტადიონს ჯადული იობაშვილის სახელი მიენიჭა.

გააზიარე