ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში, ჯადული იობაშვილის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სტადიონს რეაბილიტაცია უტარდება

4 ივლისი, 2023

ჭიათურაში, ჯადული იობაშვილის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სტადიონს რეაბილიტაცია უტარდება.

სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მოადგილეებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს: ტრიბუნების მოწყობას, ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას, გასახდელების, საშხაპეების, მსაჯების საკონფერენციო ოთახის, მშობლებისთვის საერთო მოსაცდელის, ექიმის, მწვრთნელის ოთახების და სველი წერტილების მოწყობას.

 „სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქალაქში მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომავალ თაობებს ხელი შევუწყოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ბოლო პერიოდში ჭიათურაში 4 ახალი მინისტადიონი აშენდა, ხოლო ექვს სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდა“, – განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.

 

გააზიარე