ჭიათურაში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები საზეიმოდ აინთო
ხალხმრავლობა იყო დღეს ჭიათურაში,კულტურის ცენტრის მიმდებარედ, სადაც მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები საზეიმოდ აინთო.
მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ასევე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების თემატური გამოფენა-გაყიდვა; თოჯინების თეატრის პერფორმანსი;
თონე-ღია ცის ქვეშ (პურის ცხობის მასტერკლასი); უფასო გლინტვეინი და ჯინჯერის ორცხობილები.
შეკრებილებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მიესალმა და დამდეგი შობა -ახალი წელი მიულოცა.
საახალწლო პროგრამა სადღესასწაულო კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.
კონცერტში მონაწილეობდენენ : სალომე ბაკურაძე, ევა შანავა, კვარტეტი „ჭიათურა“, კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები.