ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში ორი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13 თებერვალი, 2025

ჭიათურაში ორი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, მე- 7 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია -რეკონსტრუქცია უტარდება.

გათვალისწინებულია სკოლის აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

კერძოდ, მოხდება ეზოს კეთილმოწყობა, მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა, სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

სკოლაში სწავლის პროცესი ახალი სასწავლო წლიდან განახლდება.

პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 7,252,060 ლარით ფინანსდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამხანაგობა ,,ერკერი და კომფორტი“ ასრულებს.

ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ ზოდში.

ორსართულიანი შენობა, რომელიც 150 მოსწავლეზეა გათვლილი, თანამედეროვე სტანდარტების მიხედვით იქნება აღჭურვილი.

პროექტის მიხედვით ასევე გათვალისწინებულია ეზოსა და სპორტული მოედნის კეთილმოწყობა.

სკოლებში მიმდინარე სამუშაოები ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ პირველ მოადგილე დავით წერეთელთან, მოადგილე დავით ბიწაძესთან და ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან თეიმურაზ ჭუმბურიძესთან ერთად დაათვალიერა.

გააზიარე