ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღნიშნეს

25 თებერვალი, 2025

საბჭოთა ოკუპაციის 104 წლისთავთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„დღეს ოკუპაციის დღეა და ჩვენ პატივი მივაგეთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს, რათა მომავალი თაობა აღიზარდოს მათ გმირულ თავგანწირვასა და მაგალითზე"-განაცხადა ჭიათურის მერმა.

1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა.

საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ტრადიციულად, ყოველი წლის ამ დღეს, ოკუპაციის ასეულ ათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

გააზიარე