ცხელი ხაზი:599271247 591201449 577017836

ჭიათურაში სიგულდას პარკი განახლდება

21 თებერვალი, 2019

ჭიათურაში სიგულდას პარკის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ ჭიათურაში სიგულდას პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. 
სიგულდას პარკის აღდგენა ითვალისწინებს შადრევანის განახლებას, არსებული ქვაფენილის აღდგენას, სკვერის ტერიტორიაზე ბალახის საფარის დაგებასა და ახალი ნარგავების დარგვას. 
სკვერში გათვალისწინებულ სამუშაოებს ჭიათურის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის სპეციალისტები ასრულებენ.

 

გააზიარე