ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგს აგრძელებს

4 ივლისი, 2023

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგს აგრძელებს.

 გივი მოდებაძემ, მერის პირველ მოადგილესთან -გიორგი ბიწაძესთან,მოადგილე დავით ბიწაძესთან და ინფრასტუქტურის სამსახურის უფროს ლაშა გოცაძესთან ერთად, ნაგუთის დასახლებაში, წმინდა გერმანეს ქუჩის მიმდებარედ, სკვერის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა.

 პროექტით გათვალისწინებულია ტერიტორიის შემოღობვა,კასკადური შადრევანის აღდგენა,ფანჩატურის მოწყობა.საპროექტო ტერიტორიაზე ასეევე იგეგმება დიდი ზომის საჭადრაკო დაფის მოწყობა გრანიტის ქვიდან და ზედ მინაბოჭკოვანი პოლიმერიდან ჭადრაკის ფიგურების განთავსება. მასალის სიმსუბუქე და გამძლეობა საშუალებას იძლევა აღნიშნული ფიგურები გადაადგილონ მცირე ასაკის მქონე ადამიანებმაც.

 სკვერის ღირებულება: 457`976 ლარი.

 

გააზიარე