ჭიათურის მერიაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა
ჭიათურის მერიაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა.
სხდომას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ლაბაძე, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი ,მოადგილე დავით ბიწაძე და შტაბის წევრები ესწრებოდნენ.
საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სამსახურებიდან ინფორმაცია მიიღო და შესაბამისი დავალებები გასცა.
სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის, ზურაბ ცარციძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ქალაქის და სოფლების გზები თოვლის საფარისგან იწმინდება და დღის ბოლომდე ყველა ცენტრალური გზა იქნება გახსნილი.
„ენერგო-პრო ჯორჯიას” ჭიათურის ფილიალის უფროსის, რატი ჩაგელიშვილის ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია ჭიათურის მხოლოდ ერთ სოფელს- თვალუეთს არ მიეწოდება,სადაც ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
წყალი და ბუნებრივი აირი მუნიციპალიტეტს შეუფერხებლად მიეწოდება.
სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი ემ ეტაპისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ჭიათურის მერის დავალებით, მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ჰუმანიტარული ჯგუფი.
ჯგუფის წევრები მაქსიმალურად, სადაც ამის საჭიროება დადგება , უზრუნველყოფენ მოსახლეობის ყველა საკითხის მოგვარებას, იქნება ეს გადაადგილება, სახლის გადათოვლა,მედიკამენტით უზრუნველყოფა და ასე შემდეგ.
„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს აუცილებელია და რისთვისაც ყველა რესურსს გამოვიყენებთ, დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით გადავლახავთ იმ პრობლემებს, რაც ამ ეტაპზე დიდთოვლობამ შეგვიქმნა“ - განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.
შტაბი სხდომებს სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.
მუშაობს ცხელი ხაზი. ( 599 2712 47; 577 01 77 94; 591 20 14 49 ) ყველა შემოსულ ზარზე და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფბ გვერდებზე
https://www.facebook.com/ChiaturisMunitsipalitetisGamgeoba https://www.facebook.com/MODEBADZEGIVI
ხდება დროული რეაგირება.