ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მერიაში მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

19 თებერვალი, 2019

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომა ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებლმა გივი მოდებაძემ გახსნა, საბჭოს უფლებამოსილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სათათბირო ორგანოს წევრები ქალაქისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში მიიღებენ მონაწილეობას.
„ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია და იმედს გამოვთქვამ, ერთობლივი მსჯელობით და თანამშრომლობით ბევრ კარგ შედეგს მივაღწევთ ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ”-განაცხადა გივი მოდებაძემ,რომელმაც საბჭოს წევრებს ასევე ინფორმაცია მიაწოდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ამჟამად არსებული და სამომავლოდ განსახორციელებელი პროქტების შესახებ და მათი მოსაზრებებიც მოისმინა. 
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საქმიანობას განახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 86-ე მუხლისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის სათათბიროს ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების შესაბამისად.

    

გააზიარე