ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მეჩხეთურსა და გუნდაეთში ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

1 დეკემბერი, 2021

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მეჩხეთურსა და გუნდაეთში ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

პროექტის მიხედვით, მეჩხეთურში 5 კილომეტრამდე გზის მობეტონება ხორციელდება. სამუშაოების ჩატარება ორ ეტაპად არის დაგეგმილი. შესაბამისად, წელს პირველი ეტაპით გათვალისწინებული მონაკვეთის მობეტონება დასრულდება. სოფელ მეჩხეთურში მიმდინარე გზის სამშენებლო პროცესი ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მერის მოადგილე დავით ბიწაძემ დაათვალიერეს. ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროექტის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

მეჩხეთური, მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელია, სადაც 155 ოჯახი ცხოვრობს. მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელი იყო და ადგილობრივებს ტრანსპორტით გადაადგილება უძნელდებოდათ. აღსანიშნავია, რომ სოფელ მეჩხეთურში მიმდინარე წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლაც აშენდა.

ჭიათურის მერმა ასევე დაათვალიერა სოფელ გუნდაეთში მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოები, სადაც საუბნო გზის რთულ მონაკვეთზე რკინა-მობეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. სოფელში რებილიტაცია ჩაუტარდება გზის 1200 მეტრიან მონაკვეთს. ორივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონალური განვითარების ფონდის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.

 

გააზიარე