ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე შპს“„ჭიათურის წყლის“ კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

7 ივლისი, 2020

შეხვედრაზე კომპანიის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს, რომლის ძირითადი მიზანი მოსახლეობისა და დაწესებულებების სასმელი წყლით მომარაგება გახლავთ.

ჭიათურის მერმა ხაზგასმით აღნიშნა,რომ მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ახალი კომპანიის შექმნის მიზანიც სწორედ პრობლემების მყისიერად მოგვარებაა.

 „ქალქში ამ კუთხით მდგომარეობა გამოსწორდა.დასასრულს მიუახლოვდა 40 მილიონიანი პროექტი,რომელიც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება და ჭიათურის მოსახლეობა 24 საათიანი ხარისხნიანი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას. პრობლემები გვაქვს სოფლებში და აღნიშნული შპს მათ გადაჭრას ემსახურება. იმედი მაქვს ერთი წლის შემდეგ ამ კომპანიას სერიოზული შედეგები ექნება.

შპს“„ჭიათურის წყლის“ კომპანიის დირექტორმა როინ კუსიანმა არსებულ პრობლემებზე,გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

გააზიარე