ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიაზე პროდუქტების გაცემა დაიწყო

22 დეკემბერი, 2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიაზე პროდუქტების გაცემა დაიწყო.

ჭიათურის მერიამ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჭიათურის ფილიალის წარმომადგენლებთან ერთად, სოციალური აქცია მოაწყო. ერთობლივი აქციის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის, სასურსათო პაკეტი, პირველადი მოხმარების და ჰიგიენის ნივთები შეიძინეს. სასაჩუქრე პაკეტი რამდენიმე ოჯახს დღეს ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ პირადად მიუტანა.

უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის 1470 აღსაზრდელს არამალფუჭადი საკვები პროდუქტები დაურიგდება. სასაჩუქრე პაკეტებს მიიღებენ 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცები, მრავალშვილიანი და შშმ პირები .

დახმარებას სულ 4000 ბენეფიციარი მიიღებს.

 

გააზიარე