ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის საუკეთესო მოხელეების დაჯილდოება
წლის ბოლოს, ტრადიციულად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებს და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და 2024 წლის საუკეთესო მოხელეები დაასახელა.
ამასთანავე, მერმა სამსახურებრივი მოვალეობის ნაყოფიერად და კეთილსინდისიერად შესრულებისათვის თანამშრომლებს მადლობის ბარათები გადასცა.
თავიანთ სფეროში წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისა და დამსახურებისთვის
მადლობის ბარათები მიიღეს ღვაწლმოსილმა მუშაკებმა .
„ მოხელეების დაჯილდოების ტრადიციას 2023 წელს ჩაეყარა საფუძველი და ვაგრძელებთ. ვფიქრობ, ამით ჩვენს თანამშრომლებს ვაძლევთ მეტ მოტივაციას და სურვილს გახდნენ წარმატებულები.
მადლობას ვუხდი ადამიანებს, რომლებიც კვალიფიციურად, მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავინთ საქმეს. ვუსურვებ წინსვლას და წარმატებას ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის სამსახურში “- განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.
ღონისძიებას, რომელიც ქალაქის კულტურის ცენტრში გაიმართა, მუსიკალურად და ქორეოგრაფიულად ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები და მოწვეული მუსიკოსები აფორმებდნენ.