ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხეველობის სამსახურთან მონიტორინგის ჯგუფი ჩამოყალიბდა

11 ივლისი, 2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხეველობის სამსახურთან მონიტორინგის ჯგუფი ჩამოყალიბდა.

განახლებული სამსახურის პრეზენტაციას ჭიათურის მერი გივი მოდებაძე პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან ხათუნა ცერცვაძესთან ერთად დაესწრო.

ჭიათურის მერის განაცხადებით, ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობები გაძლიერდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება .მონიტორინგის ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობა იქნება ქალაქში მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილების კონტროლი, გარე რეკლამების განთავსების მონიტორინგი, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი კანონის ფარგლებში მოყვანაზე კონტროლი.

ზედამხედველობას გაუწევს ჭიათურის ტერიტორიაზე არსებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობებს: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება. მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებურად გაჩეხვა, სამშენებლო სამუშაოების დროს ტერიტორიის დაზიანება.

გამოავლენს უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭო და საინფორმაციო სტენდების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტებს, განახორციელებს მათ აღკვეთასა და სადემონტაჟო ღონისძიებებს.

 

გააზიარე