ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ საზოგადოებას 2025 წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა

29 დეკემბერი, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ საზოგადოებას 2025 წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშის ფარგლებში მერმა დეტალურად ისაუბრა უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოქმედ პროგრამებსა და სამომავლო ინიციატივებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და სპორტის სფეროებში მიღწეულ შედეგებსა და მხარდაჭერის მექანიზმებს.

როგორც გივი მოდებაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვაა. მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს მნიშვნელოვან სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჭიათურის მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, სპორტსმენები, ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

 

გააზიარე