ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2025 წლის თებერვალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2025 წლის თებერვალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება თუნუქის სახურავების სრულყოფილი შეცვლა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური წყალგამტარისა
და თოვლდამჭერების მონტაჟი, ასევე საბუხრე არხების აღდგენა და შეფუთვა.
პროექტი მოიცავს ქალაქის მასშტაბით 16 საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული სახურავების სრულ რეაბილიტაციას.
ამ ეტაპზე სამუშაოები დასრულებულია 9 კორპუსზე, ხოლო დანარჩენ ობიექტებზე პროცესები უახლოეს პერიოდში დასრულდება.
სამუშაოები სტიქიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1 350 000 ლარს.
