ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება

14 ივნისი, 2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება.

 სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით შექმნილმა სატენდერო კომისიამ, რომელსაც ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ხელმძღვანელობს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად 9 მნიშვნელოვან პროექტზე ტენდერი გამოაცხადა.

კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ღირებულება - 710581ლარი.

9 აპრილის ქუჩის N13-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია. ღირებულება - 128660 ლარი.

9 აპრილის ქუჩის N19-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია. ღირებულება - 131025 ლარი.

9 აპრილის ქუჩის N17-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია. ღირებულება - 130188 ლარი.

თხელიძის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაციის სამუშაოები. ღირებულება - 445521 ლარი.

ქორწინების სახლის ფასადის რეაბილიტაცია. ღირებულება - 467960 ლარი

კინოს სახლის წინ არსებული ტერიტორიის მოწყობა. ღირებულება- 252794 ლარი.

წერეთლის ქუჩაზე N1 და N2 შენობის ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები. ღირებულება - 110620 ლარი.

წერეთლის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია. ღირებულება - 617907 ლარი.

პროექტების ჯამური ღირებულება 3015 590 ლარი.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიები, საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ დაახლოებით ერთ თვეში გამოვლინდებიან.

გააზიარე