ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

31 მაისი, 2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სრული რეაბილიტაცია უტარდება სოფელ დარკვეთი-მოხოროთუბნის დამაკავშირებელ გზას.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ამორტიზებული გზის 4.5 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება. ამ ეტაპზე ადგილზე ასფალტის საფარის პირველი ფენა ეწყობა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების პროცესს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე და მერის მოადგილე დავით ბიწაძე გაეცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაოები შეაფასეს და ადგილზე დასაქმებულებს შეხვდნენ.

დარკვეთი-მოხოროთუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.

პროექტი მოიცავს 4.5 კილომეტრიანი მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ჯი და ჯი“ ასრულებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ დარკვეთი-მოხოროთუბნის მონაკვეთზე ასფალტირებული გზა ამ დრომდე არ არსებობდა.

  

გააზიარე