ცხელი ხაზი:252731

,,ჭიათურობა 2019" 26 ოქტომბერს ჩატარდება

4 ოქტომბერი, 2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულის-„ჭიათურობა 2019“-ის აღსანიშნავად ემზადებიან.

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ღონისძიებების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით შექმნილი კომისიის წევრებს, აიპიებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს,ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
სახალხო დღესასწაულის ჩატარებას ჭიათურის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი მამუკა ცერცვაძე უხელმძღვანელებს.
შეხვედრაზე განისაზღვრა რამდენიმდე მთავარი ლოკაცია, სადაც კულტურულ- შემეცნებითი და გასართობი აქტივობები გაიმართება.
ტრადიციული დღესასწაული წელს 26 ოქტომბერს ჩატარდება.

 

გააზიარე