„ჭიათურობა 2026“-ის ფარგლებში ჭიათურის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს
„ჭიათურობა 2026“-ის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა ჭიათურის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
2026 წელს ჭიათურის საპატიო მოქალაქეები გახდნენ პიანისტი სანდრო გეგეჭკორი,ქორეოგრაფი ლალი პაპიჯანოვი, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი ნატალია პატარიძე, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო-პროფესიული თეატრის მსახიობი, ამირან ნასყიდაშვილი,
მევიოლინე, ჯაზ-მუსიკოსი ვიტალი სამხარაძე,
ღვაწლმოსილი ქირურგი თამაზ გოგოლაძე,
ბიზნესმენი, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის ,,ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი ბიწაძე,
სამთოელი, კოლეჯ „პროფიუნიტის“ დირექტორის მოადგილე იანდი შეყილაძე და “წითელი ჯვრის“ ჭიათურის ფილიალის ხელმძღვანელი თენგიზ დუშუაშვილი.
სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ანსამბლი „სულიკო“ და ჯგუფი „რეგიონი“ მონაწილეობდნენ.
ასევე გაიმართა დავით არჩვაძის ახალი მუსიკალური კომპოზიციის პრემიერა, რომელიც მარიამ მოდებაძემ და კვარტეტმა „ჭიათურამ“ შეასრულეს.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

