ცხელი ხაზი:252731

ცოცხალი წიგნები ჭიათურაში

30 მაისი, 2019

პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტში მწერლებთან მკითხველის შეხვედრა გაიმართა.თანამედროვე პოეტებმა და პროზაიკოსებმა :მანანა ჩიტიშვილმა, ბექა ქურხულმა, გიორგი ლობჟანიძემ, ვასო გულეურმა და გიორგი არაბულმა აუდიტორიას საკუთარი შემოქმედება გააცნეს და რამდენიმე ნაწარმოები წაიკითხეს. 
მწერლებს ჭიათურის ახლადარჩეული მერი გივი მოდებაძე შეხვდა და მათთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.
პროექტი მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ „ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.

  

გააზიარე