ცხელი ხაზი:252731

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21 მარტი, 2019

21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაც შეუერთდა.
,,დღეს არის ყველაზე კეთილი, უბოროტო და თბილი ადამიანების დღე---სიკეთის დღე. ჩვენ გვიყვარს ისინი, მათ კი ყველაზე ძლიერი და უანგარო სიყვარული შეუძლიათ. დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, ეს გენეტიკური ცვლილებაა. მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“--განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ.

გააზიარე