ცხელი ხაზი:252731

გივი მოდებაძემ კონკურსის წესით შერჩეული ახალი თანამშრომლები წარადგინა

27 მარტი, 2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ, კონკურსის წესით შერჩეული ახალი თანამშრომლები წარადგინა.
მერის განცხადებით, 11 ახალი კადრი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოცხადებული საკონკურსო -საატესტაციო კონკურსის წესის მიხედვით შეარჩია.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა- ხათუნა ცერცვაძე.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად- თენგიზ ვაშაძე.
იურიდიული განყოფილების 
უფროსად -გიორგი ცარციძე .
სახელმწიფო შესყიდვების 
განყოფილების უფროსად- ლაშა 
გოგოლაძე.
ქვაციხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად -ტარიელ ჩუბინიძე.
მერიის სამსახურების სპეციალისტის ხუთ სხვადასხვა პოზიციაზე დაინიშნენ:
გენდერული ურთიერთობის საკითხებში -ეთერ აბესაძე.
 იურიდიულ საკითხებში -ირაკლი კაპანაძე
ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში-სოფიო რობაქიძე
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში-რიტა კუპატაძე
ინფრასტრუქტურის განვითარების 
საკითხებში-თემურ კაპანაძე
 სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში -გიორგი ერაძე
 „კონკურსი ობიექტურად ჩატარდა და კომისიამ კადრები გამოცდილების და კომპეტენციის მიხედვით შეარჩია.მინდა წარმატებები ვუსურვო ამ ადამიანებს.მჯერა,ისინი დიდი პასუხისმგებლობით შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას“ განაცხადა გივი მოდებაძემ.

 

გააზიარე