ცხელი ხაზი:252731

გივი მოდებაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა

29 აპრილი, 2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის გივი მოდებაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა.

ქალაქის მერმა მოისმენა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში Covid19 პრევენციის მიზნით გატარებული და მომდევნო დღეებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

გივი მოდებაძის განცხადების თანახმად, ხვალ ჭიათურაში, შესაბამისი რეგულაციების დაცვის მიხედვით, აგრარული ბაზარი გაიხსება და ამ საკითხს შესაბამის სამსახურებთან ერთად პირადად გააკონტროლებს.

საუბარი შეეხო ქალაქში არსებულ სავაჭრო დაწესებულებებში სურსათით მომარაგებას. აღინიშნა,რომ მერიის სამსახურების მიერ, ამ საკითხს ყოველდღიური მონიტორინგი უტარდება და საკვები პროდუქტის მარაგი საკმარისად არსებობს.

აღინიშნა,რომ მანქანების გადაადგილების შეზღუდვის დროს, ძალზე ეფექტურად იმუშავეს ქალაქისა და სოფლებში მერის წარმომადგენლებმა,რომლებიც ეხმარებოდნენ მოსახლეობას სურსათისა და მედიკამენტების ადგილზე მიტანით.

ჭიათურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა კუპატაძის განცხადებით,მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 1 ადამიანი იმყოფება, საკარანტინე ზონაში კი - არცერთი.


სხდომაზე მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური სხვადასხვა საკითხები განიხილეს.

შტაბის სხდომას მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდერე ციცქიშვილი ესწრებოდნენ,რომლებმაც მერთან ერთად,კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოქალაქეებს, აუცილებელი საჭიროების გარეშე გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ.

გააზიარე