ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მონიტორინგი
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მონიტორინგი გრძელდება.
სოფელ პერევისაში, ცენტრალურ გზაზე (კურტანიძეების უბანში) საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.
აღნიშნულ მონაკვეთზე რკინა - ბეტონის 16 სმ. სისქისა და 4 მ. სიგანის საფარი მოეწყო.
სამუშაოები შპს ,,მშენებელი 2020,, - მა შეასრულა.
ჭიათურაში მაღაროელთა მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ტეროტორიაზე ასფალტობეტონისა და არსებული ქვაფენილის ახლით მოწყობას.
დამონტაჟდება გარე განათება, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე, გამწვანება და მაღაროელთა მემორიალი.
სამუშაოებს შპს გოლდ ენდ ბრო ასრულებს.
პროექტის სრული ღირებულებაა 153 023 ლარი.
სამუშაოების მიმდინარეობას, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი მერაბ ჯაოშვილი ადგილზე გაეცნენ.