ცხელი ხაზი:252731

მაღალმთიან სოფელ ჩხირაულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

8 ივლისი, 2020

მანდაეთი-ტყემლოვანა-ჩხირაულის დამაკავშირებელ გზაზე 4.7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით მაღალმთიან სოფელ ჩხირაულში გათვალისწინებულია ასფალტის საფარის მოწყობა. პროექტი მაღალმთიანი სოფლების განვითარების ფონდიდან ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები დღეს ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მერის მოადგილე დავით ბიწაძემ სამუშაოების ზედამხედველთან ერთად დაათვალიერეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაოების შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და მშენებლებს შეხვდნენ.

მანდაეთი-ტყემლოვანა-ჩხირაულის გზის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ენ-დი როუდი" აწარმოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 209 354 ლარია. მთლიალობაში 4.7 კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდება. აღსანიშნავია, რომ სოფელ ჩხირაულში გზა ამ დრომდე სრულიად ამორტიზებული იყო.

 

გააზიარე