ცხელი ხაზი:599271247 591201449 577017836

მღვიმევის დედათა მონასტრის წინ მდებარე სკვერი განახლდა

27 ოქტომბერი, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ, მოადგილესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მღვიმევის დედათა მონასტრის წინ მდებარე ახლად განახლებული სკვერი და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა, მოეწყო მოსაცდელები და საპარკინგე სივრცე. ასევე დაგეგმილია კვების ობიექტის და სველი წერტილების მოწყობა.

პროექტის მიზანია მონასტრის მიმდებარე სივრცის განვითარება და კეთილმოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის ტურისტული პოტენციალის ზრდას და ვიზიტორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.

გააზიარე