ცხელი ხაზი:252731

მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია

13 ივლისი, 2023

11 ივლისს ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში დაფინანსებული, მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების ძირითადი მიზანს წარმოადგენდა, 14 მუნიციპალიტეტის მერს, მისცემოდა შესაძლებლობა, წარმოედგინათ CESL პროექტის ფარგლებში დასაფინანსებლად შერჩეული ინიციატივები.

 პრეზენტაციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, რომელმაც საგრანტო პროექტად წარადგინა ჭიათურაში, ე.წ.“საშევარდნოს“ კლდეზე - ვია ფერატას მოწყობა.

 ქალაქის მერმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში და ჭიათურის ტურისტულ პოტენციალსა და მის ახალ სერვისებზე ,კერძოდ, სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ პროდუქტზე- ვია ფერატა (Via Ferrata) ისაუბრა.

 აღსანიშნავია, რომ საქართველოში და მთლიანად კავკასიაში, პირველი ვია ფერატა გაკეთდა 2021 წელს სწორედ ჭიათურის რაიონში, კერძოდ სოფელ სვერში.

გამომდინარე იქედან, რომ ბუნებრივი რელიეფი, მდებარეობა, ადგილთან გამარტივებული წვდომა (ცენტრალური სამანქანო გზასთან სიახლოვე) და რაც მთავარია, კლდის სტრუქტურა იძლეოდა მისი შექმნის მყარ საფუძველს.

ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ერთი მილიონი ევროს კონტრიბუციით, GIZ 4 - წლიან პროგრამას - EU4ITD - „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ ახორციელებს, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი.

პროექტის მიზანია, მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის „კატალიზირება“, დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად. შესაბამისად, პროგრამა მიზნად ისახავს, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში, საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ.

 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს 4 რეგიონის: გურიის, იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადგილობრივმა, სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მოწვეულ სტუმრებს შორის, ასევე წარმოდგენილი იყვნენ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 100-მდე სტუმარი.

  

გააზიარე