პრეზენტაცია - „უცნობი ფურცლები ჭიათურის ისტორიიდან“
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე პრეზენტაციას- „უცნობი ფურცლები ჭიათურის ისტორიიდან“ დაესწრო, რომელიც, „ჭიათურობა 2025“-ის ფარგლებში, კულტურის ცენტრში გაიმართა.
პრეზენტაციის ავტორმა, ტურიზმის განყოფილების მკვლევარ-ისტორიკოსმა ლია ხარაიძემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ჭიათურის ისტორიის ნაკლებად ცნობილი ასპექტები. ისაუბრა ქალაქის პირველ დასახლებაზე, ტერიტორიულ განვითარებაზე, არქიტექტურულ განაშენიანებასა და ურბანული ტრანსფორმაციის პროცესებზე.
ღონისძიებას მერის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.