ცხელი ხაზი:252731

საახალწლოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ საგანგებო სიტუაციების მართვისა და გადაუდებელ დახმარებათა სამსახურების ჭიათურის რაიონული ორგანიზაციების თანამშრომლების შვილებს კულტურის ცენტრში უმასპინძლა

21 დეკემბერი, 2024

საახლწლოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ საგანგებო სიტუაციების მართვისა და გადაუდებელ დახმარებათა სამსახურების ჭიათურის რაიონული ორგანიზაციების: სახანძრო - სამაშველოს, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შვილებს კულტურის ცენტრში უმასპინძლა.

პატარებისთვის წარმოდგენილ გასართობ პროგრამაში ზღაპრის გმირები და ანიმატორები მონაწილეობდნენ. დამდეგი შობა-ახალი წელი ბავშვებს თოვლის ბაბუამ მიულოცა. პატარებმა ჭიათურის მერიისგან საჩუქრებიც მიიღეს.

ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ესწრებოდა.

" მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ბავშვს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. ვუსურვო ბედნიერება და ძალიან ბევრი სიხარული“-განაცხადა გივი მოდებაძემ.

 

გააზიარე