ცხელი ხაზი:252731

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ჭიათურის N7 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნეს

11 დეკემბერი, 2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ჭიათურის N7 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნეს.

სტუმრებმა განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცეს.სკოლის ინფრასტრუქტურას ასევე გაეცნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე თამარ ფიცხელაური და მსოფლიო ბანკის პროგრამის მენეჯერი გიორგი მიქელაძე,

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 500 მოსწავლეზე გათვლილ შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. განახლდა შიდა სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები.

შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 8 მილიონ 900 ათას ლარზე მეტს შეადგენს.

გააზიარე