ცხელი ხაზი:252731

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ჭიათურის ქალ კალათბურთელთა გუნდს საჩუქრად საჭირო საკალათბურთო ინვენტარი გადასცა

15 დეკემბერი, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალთა კალათბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს კახაბერ შენგელიას, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელს შალვა ონიანს და ფედერაციის თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ჭიათურის ქალ კალათბურთელთა გუნდს საჩუქრად გადასცა საჭირო საკალათბურთო ინვენტარი.

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება რეგიონების განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონული დეპარტამენტი ფიბა-სთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში საკალათბურთო ინვენტარის მიწოდება, კალათბურთის განვითარება და სპორტის ამ სახეობის მასობრიობის ზრდა.

დღესვე გაიმართა ამხანაგური მატჩი ჭიათურელი, სამტრედიელი, თერჯოლელი და ზესტაფონელი კალათბურთელების მონაწილეობით.

გააზიარე