სანდრო კავსაძის სამუსიკო სკოლაში წარმატებულ მოსწავლეთა კონცერტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მოადგილე დავით წერეთელთან ერთად, სანდრო კავსაძის სამუსიკო სკოლაში წარმატებულ მოსწავლეთა კონცერტს დაესწრო, რომელიც „ჭიათურობა 2025“-ის ფარგლებში გაიმართა.
მოსწავლეებმა შეასრულეს როგორც კლასიკური საფორტეპიანო ნაწარმოებები,ასევე საგუნდო სიმღერებიც.
მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა სკოლის პედაგოგებს შრომისა და პროფესინალიზმისთვის, ხოლო მოსწავლეებს შემდგომი წარმატებები უსურვა.