ცხელი ხაზი:599271247 591201449 577017836

შეხვედრები წირქვალში, ქვედა ჭალოვანსა და მღვიმევში

7 თებერვალი, 2019

  ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფლის მრადაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. დღეს მორიგი შეხვედრები წირქვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: წირქვალში, ქვედა ჭალოვანსა და მღვიმევში ჩატარდა. 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით სოფელ წირქვალში ადგილობრივებმა სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობა გადაწყვიტეს. 
ქვედა ჭალოვანის მაცხოვრებლებმა წყლის შემკრები რეზერვუარის მოწყობას და მილების შეძენას დაუჭირეს მხარი. 
მღვიმევის მოსახლეობამ სარიტუალო დარბაზის დასრულება და კეთილმოწყობა,ასევე შენობის ნაწილში სამედიცინო პუნქტის განთავსება გადაწყვიტა.

 

გააზიარე