ცხელი ხაზი:599271247 591201449 577017836

შმაგი კუპატაძის ხსოვნის პატივსაცემად ღვითორში შეიკრიბნენ

18 სექტემბერი, 2026

11 სექტემბერს, შინდისის გმირის, შმაგი კუპატაძის დაბადების დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით წერეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა სოფელ ღვითორში შმაგი კუპატაძის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.

მემორიალთან შმაგი კუპატაძისა და საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.

ღონისძიებას შინდისის სხვა გმირების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, შმაგი კუპატაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოფელ ღვითორში შეიკრიბნენ.

შინდისის გმირების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა. წელს კი, შმაგი კუპატაძის დაბადების დღეს, სოფელ ღვითორში შინდისის გმირების ოჯახის წევრები უკვე მეორედ შეიკრიბნენ და გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.

გააზიარე