ცხელი ხაზი:252731

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭიათურაში შეხვედრები დასრულდა

12 თებერვალი, 2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტში შეხვედრები დასრულდა. სოფლის კრებები და კონსულტაციები ჭიათურის ყველა სოფელში შედგა, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა მოითხოვა.
დასკვნით შეხვედრებს სოფელ ჭილოვანსა და წინსოფელში ჭიათურის მერი გივი მოდებაძე დაესწრო.
,,სახელმწიფო ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, როგორიცაა სოფლის მხარდაჭერა. პროგრამის მიზანია, თქვენ ადგილობრივებმა, ერთობლივად მიიღოთ გადაწყვეტილება სოფლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებისათვის. აუცილებელია მაცხოვრებელთა უმრავლესობა დაესწროს შეკრებებსა და კონსულტაციებს, რათა თქვენი ჩართულობითა და ერთობლივი მსჯელობით მიხვიდეთ ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტამდე, რაც ამ დროისათვის სოფელს აწუხებს“ - განაცხადა გივი მოდებაძემ.
ჭილოვანის მოსახლეობამ ამბულატორიის მშენებლობას დაუჭირა მხარი, ხოლო წინსოფლის მცხოვრებლებმა სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობას მიანიჭეს უპირატესობა.
მიმდინარე წელს ჭიათურის ყველა სოფელში სოფლის პროგრამის ფარგლებში 812 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე