ჭიათურის მერიამ 57 ერთეული ძელსკამი და 50 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა
ჭიათურის მერიამ 57 ერთეული ძელსკამი და 50 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა. შეძენილი ნივთები დღეს ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ კომისიასთან ერთად ჩაიბარა. ძელსკამები და კონტეინერები ჭიათურის სხვადასხვა ქუჩაზე გადანაწილდება.