ცხელი ხაზი:252731

ქვაციხე-ბიღას საავტომობილო გზის მოასფალტება იწყება

8 თებერვალი, 2019

 ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ ქვაციხე-ბიღას დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და იქ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. 
სოფელ ბიღას მიმართულებით ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად მიმდინარეობს. გათვალისწინებულია 4 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული მოასფალტება. ამ დროისთვის ადგილზე სანიაღვრე არხების გაჭრისა და ასფალტის საფარის დაგების წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,კლასიკ-სტროი“ ასრულებს. 
პროექტის სატენდერო ღირებულება 890 003 ლარს შეადგენს. 
სოფელ ბიღაში 200 ოჯახზე მეტი ცხოვრობს. სოფელს ამ დრომდე ასფალტირებული გზა არასდროს ჰქონია.

  

გააზიარე