ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში თეატრის დღეს გამწვანების აქცია მიეძღვნა

28 მარტი, 2019

 27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჭავჭავაძის ქუჩაზე,თეატრის წინ მდებარე ახლად რებილიტირებულ სკვერში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული-აკადემიური თეატრის კოლექტივთან ერთად ნერგები დარგო.
"უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ თქვენდამი და გილოცავთ დღევანდელ დღეს.თქვენ წლების განმავლობაში ემსახურებით საყვარელ საქმეს და თავდადებული შრომით და შემოქმედებით უდიდესი წვლილი შეგაქვთ თეატრის განვითარებაში"-მიმართა მერის მოვალეობის შემსრულებელმა თეატრის კოლექტივს. 
ქალაქის გამწვანების მიზნით დღეს ჭიათურაში ჭავჭავაძის სკვერის გარდა წიწვოვანი ნერგები იაშვილის ქუჩის სკვერსა და „სიგულდას“ პარკში დაირგო.
გამწვანების აქციაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ცერცვაძე,აიპიებისა და მერიის სამსახურების უფროსები და სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას

გააზიარე