ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მერი - ჭიათურის შემოსასვლელები უმოკლეს ვადებში უნდა მოწესრიგდეს

1 ოქტომბერი, 2019

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მოადგილეებთან, სამსახურის უფროსებთან და კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელთან ერთად საჩხერის გზატკეცილზე, მდინარე ჯრუჭულას ხიდიდან 25-ის საბაგირომდე საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა. ჭიათურის მერი ადგილზე შეხვდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე მანგანუმის საწარმოების წარმომადგენლებს, ასევე კერძო მესაკუთრეებს და მათ გარე პერიმეტრის მოწესრიგება, მობეტონება დაავალა. მერის თქმით, დაჩქარებულ ვადებში უნდა მოწესრიგდეს ყველა ის უსახური გარე ფასადი თუ ტერიტორია, რაც ჭიათურის შემოსასვლელშია. არსებული მდგომარეობა ყოვლად მიუღებელია, რის გამოც მკაცრად გაკონტროლდება სამუშაოების შესრულების დრო და ხარისხი.
გივი მოდებაძემ მერიის შესაბამის სამსახურებს დავალებები მისცა, რათა კონტროლი გაუწიონ სამუშაოების შესრულებას.

გააზიარე