ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე
პირველ ოქტომბერს მსოფლიოში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით წითელი ჯვრის ჭიათურის ოფისის ორგანიზებით ხანდაზმულებთან შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას ჭიათურის მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა ცერცვაძე დაესწრნენ. მერის მოადგილემ ხანდაზმულ ადამიანებს სიტყვით მიმართა და მათ ღვაწლზე ისაუბრა.
,,თითოეული ხანდაზმული ადამიანი დასაფასებელია. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ღვაწლის აღიარება. ხანდაზმულთა პოტენციალი რეალიზებული უნდა იყოს საზოგადოებაში და დარწმუნებული ვარ ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან წაადგება“ - განაცხადა გიორგი ბიწაძემ.
1-ლი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წელს დაწესდა, ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვისა და მოსახლეობის დაბერების პრობლემებთან ბრძოლის მიზნით.