WASH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) ფარგლებში ჭიათურაში სოფელ სვერში წყლის სათაო ნაგებობა მოეწყობა
დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მოადგილეებთან და სამსახურების უფროსებთან ერთად კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის-CENN-ის წარმომადგენელს და პროექტის მენეჯერს ვახტანგ ქოჩორაძეს და საზოგადოება ,,ჭიათურელთა კავშირის“ ხელმძღვანელს შოთა გაფრინდაშვილს შეხვდა.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი-CENN არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჭიათურელთა კავშირთან“ ერთად პროექტის WASH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) ფარგლებში ჭიათურაში სოფელ სვერში წყლის სათაო ნაგებობის სრულ რეაბილიტაციას განახორციელებს. შეხვედრაზე საუბარი აღნიშნული სამუშაოების დაწყებასა და მასში მუნიციპალიტეტის ჩართულობას შეეხო.
,, მადლობა თქვენს ორგანიზაციებს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის წარმოდგენისათვის, მუნიციპალიტეტის მერია კი მზადაა ასეთ სასარგებლო პროექტებში ჩართვისა და თანამონაწილეობისათვის“--აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.
პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დაფუძნებულია WASH საბჭოები, რომლებიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის მოგვარების მიზნით იმუშავებს.