ცხელი ხაზი:252731

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჭიათურის მოსახლეობას შეხვდნენ

7 ოქტომბერი, 2019

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე ჭიათურის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრები ქვაციხის, ბიღის, რცხილათისა და ჯოყოეთის მოსახლეობასთან ჩატარდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრებზე მთავრობიდან მომდინარე სიკეთეებზე ისაუბრეს და ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ადგილობრივმა მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა ტყეკაფის გამოყოფის საკითხზე, ასევე გაზიფიცირების, შიდა საუბნო გზების მოწყობისა და წყალმომაეაგების ქსელის გაუმჯობესებაზე.

,,შეხვედრების მიზანია, რათა დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღოთ და მაქსიმალურად ისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რომელიც ხელისუფლებიდან მოდის. ამავდროულად, ჩვენ ვეცნობით თქვეს საჭიროებებს და პრიორიტეტულ საკითხებს მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთ" - განაცხადა ადგილობრივებთან შეხვედრისას ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

  

გააზიარე