16 ოქტომბრის თათბირი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს მერის მოადგილეები, სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თათბირის ძირითადი თემა იყო მოახლოებული სახალხო დღესასწაულის ,,ჭიათურობა-2019“-ის ორგანიზებულად ჩატარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. დადგენილია 8 მთავარი ლოკაცია-ნაგუთი, ლეჟუბანი, პირველი საჯარო სკოლა, იაშვილის ქუჩა, ,,გამარჯვების პარკი“, ნინოშვილის ქუჩა, სიგულდას სკვერი, სადაც დღესასწაულის მთავარი ღონისძიებები ჩატარდება. საპატიო მოქალაქეების არჩევა და დასკვნითი გალა -კონცერტი კი, კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს დაავალა, მაქსიმალურად ჩაერთნონ სახალხო დღესასწაულისათვის მზადების პროცესში. ამ დღისათვის ქალაქს სხვადასხვა რანგის სტუმრებთან ერთად დელეგაციები ეწვევა საზღვარგარეთიდან--ლატვიიდან და ესტონეთიდან.
თათბირის დასასრულს გაჟღერდა სასიამოვნო ინფორმაცია, რომ ჩვენმა თანაქალაქელმა, 18 წლის სპორტსმენმა დიმიტრი ხუციშვილმა,თავის წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.