ცხელი ხაზი:252731

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზედა და ქვედა ჭალოვანის, ზედუბნისა და ზოდის მოსახლეობას შეხვდნენ

28 ოქტომბერი, 2019

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ღია დიალოგის ფორმატში შეხვედრები გრძელდება.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ჭიათურის მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე, პარლამენტი განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი, ჭიათურის მაჟორიტარი სულხან მახათაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ზედა და ქვედა ჭალვანის, ზედუბნისა და ზოდის მოსახლეობას შეხვდნენ.

ღია დალოგის პროცესში გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტები: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, წყალმომარაგება, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება და საშეშე მერქანით სარგებლობა.

სამთავრობო გუნდის წევრებმა მოსახლეობის პრობლემები და საჭიროებები მოისმინეს და ადგილობრივებს დაპირდნენ, რომ მათ გადასაჭრელად ყველა არსებულ რესურსს გამოიყენებენ.

გააზიარე