ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში ახალი საზოგადოებრივი ცენტრი შენდება

13 ნოემბერი, 2019

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სააქციო საზოგადოება ,,იმერეთი“ აწარმოებს. ამ ეტაპისთვის დასრულებულია საძირკველის მშენებლობის პროცესი.

სატენდერო ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის მარტი.
საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესი ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერის მოადგილე დავით ბიწაძემ და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ზურაბ ცარციძემ დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე შეხვდნენ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს და მათგან ინფორმაცია მიიღეს სამუშაების მიმდინარეობის შესახებ.

საზოგადოები ცენტრის მშენებლობისთვის 800 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე