ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება

20 ნოემბერი, 2019

სამთავრობო პროგრამის "ღია დიალოგი“ ფარგლებში დღეს ქალაქის ტერიტორიაზე ,იაშვილის ქუჩასა და ნაგუთის დასახლებაში ,ასევე სოფელ ჭილოვანსა და სარქველეთუბანში, შეხვედრები გაიმართა.

ადგილობრივ მოსახლეობას ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჭიათურის განვითარების გეგმებზე ისაუბრეს და იმ პრიორიტეტებს გაუსვეს ხაზი, რაც ამ ეტაპზე ყველაზე
მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით გამოყვეს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარება.

შეხვედრებზე სოფლის მოსახლეობამ,ძირითადად, სასმელი წყლით მომარაგებაზე, შიდა საუბნო გზებისა და ტრანსპორტის მოწესრიგებაზე ისაუბრა.რაც შეეხება ქალაქის მოსახლეობას, მათ ყურადღება შიდა ეზოების განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილეს.

გააზიარე