იდეების კონკურსი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია და ევროკომისიის საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს იდეების კონკურსს
კონკურსის მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარება და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.
კონკურსი ორიენტირებულია ახალგაზრდებზე, ქალებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე.
4 დეკემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას აღნიშნულ თემაზე. შეხვედრა ჩატარდება მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მე-5 სართულზე.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/11FzwsaODBiZg_Lzq8HEIFX4b1qA1NoGj/view?fbclid=IwAR3hLekpuU_8vPQoH-6oo8E4wxN4KqNPxM-KbH6EvQ5TJpIOFnHSQbEvaVU